ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება.