ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა. 25 მაისის მდგომარეობით, სულ დამუშავდა 7645 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში დამუშავდა 6019 ჰექტარი, ხოლო პროგრამის გარეშე - 1626 ჰა. ამ დროისათვის დათესილი ფართობის რაოდენობა შეადგენს 3975 ჰექტარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით განხორციელდა.