ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. განახლებული საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის N1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.
ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მშენებელი პლიუსმა“ შეასრულა.
ხობის N1 საბავშვო ბაღი 160-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.
2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის 28 ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.