21 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ქალაქ ხობის მაჟორიტარული ოლქიდან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ, ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა N1 საჯარო სკოლას, სკოლაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება დაათვალიერეს.