ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორს, ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილ წევრს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „კოლხეთის“ წევრს, მომღერალს, მსახიობს რევაზ თოდუას ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიენიჭათ ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.