„ცოტნეობის“ დღესასწაულზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მერი აბრამიას, ალექსანდრე არჩაიას, ანგულ მიქავას, გია გურულს ხობის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები ხოლო კობა თუთბერიძეს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტულის მოწმობა გადასცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
მერი აბრამიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის;
ალექსანდრე არჩაიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის;
ანგულ მიქავას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გია გურულს, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ფეხბურთი) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სპორტის სფეროში (მკლავჭიდი) შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, კობა თუთბერიძეს მიენიჭა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტული და გადაეცა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდო“ – 500 ლარი.