5 ივლისს, ქალაქმა ხობმა საერთაშორისო ფესტივალს - „ოქროს საწმისი“ უმასპინძლა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, სლოვაკეთის და ბელარუსიის ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.
ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალი, 7 ივლისს, ქალაქ ბათუმში გალა კონცერტით დაიხურება.