ხობის ცენტრალურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საინფორმაციო კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა.
► შეხვედრას ხობის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან, სოც. მუშაკთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირთან და ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ. სადაც ისაუბრეს იმ მწვავე პრობლემების შესახებ რაც ბავშვობის ასაკში ნაადრევ ქორწინებას ახლავს.
კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.