8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისფულების სხვა წარმომადგენლები, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ამავე ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე და თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და გარდაცვლილთა მეგობრები შეიკრიბნენ. სამშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხსოვნის მემორიალთან ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა. შესრულდება პატრიოტული სიმღერები.