9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანმა და საზოგადოებამ ყვავილებით შეამკო შინმოუსვლელთა საფლავები. საზეიმო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია, რის შემდეგაც, ანსამბლ „კოლხეთისა“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე 500-500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100-100 ლარი ჩაერიცხათ.