სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხობში, კენკრის სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილზე გაეცნენ.
►საწარმო ფერმერს შესთავაზებს ლურჯი მოცვის წინასწარი გაგრილებისა და ცივად შენახვის მომსახურებას.
►ახალი სამაცივრე მეურნეობა ხელს შეუწყობს ლურჯი მოცვის ექსპორტის ზრდას, თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნას.
►მეურნეობა მოემსახურება მუნიციპალიტეტის ფერმერებს სრული ციკლით, შენახვიდან დახარისხებამდე.
►მეურნეობაში სეზონურად 600 ტონა კენკრის შენახვაა შესაძლებელი.
►სარეალიზაციო ბაზარი წარმოდგენილია როგორიც საქსპორტო ასევე ადგილობრივ დონეზე.
საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.