19 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის დიდ დარბაზში ანსამბლ „ოდაბადეს“ კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შესრულდა მრავალხმიანი ხალხური სიმღერის საუკეთესო ნიმუშები.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.