ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ანსამბლ ,,ფორტეს“ კონცერტი გაიმართა. ანსამბლის წევრები მაყურებელთა წინაშე კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერებით წარსდგნენ.
,,ფორტეს“ კონცერტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები; რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.