11 ნოემბერს ქ. ხობში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ლეიკემიით დაავადებული პაცინეტებისთვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში დახმარების მსურველებმა სისხლი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლებს ჩააბარეს.
საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
თქვენს მიერ გაღებული სისხლით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. 400 მგ. სისხლისგან, რომელსაც თქვენ აბარებთ, მზადდება სამი კომპონენტი . ესენია: ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა და თრომბოციტული მასა.
სისხლის დონორობა უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის. დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე, თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია. სისხლის ჩაბარების პროცედურა ძალიან მარტივია, სულ რაღაც 10 წუთი და თქვენ უკვე დონორი ხართ. ამასთანავე აქციაში მონაწილე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, სისხლის საერთო ანალიზი, აივ ინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B და სიფილისი.
აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ქ. ხობში დღის 17:00 საათამდე გაგრძელდება.