30 აგვისტოს ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“-ს (სისხლის ბანკი) და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა, რომლის მიზანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება და სხვავასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნაა. აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავაც ჩაერთო.