ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხობის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მძლეოსნობაში, ჭადრაკში, შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში. „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიოზებით პროექტ ,,სკოლამდელების მოგზაურობა ცირკის სამყაროში’’ პრეზენტაცია გაიმართა.
ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებისა დაბავშვების მონაწილეობით ჩატარდა სახეზე ხატვა, ასფალტზე ხატვა, „ფლეშმობი“ და ნახატების გამოფენა.
კულტურის სახლის დიდ დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლის „აქ ჩემი სახლია“ პრემიერა შედგა.
ბავშვთა დაცვის დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მოსწავლეებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.