დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ფლეშმობი და ასფალტზე ხატვა გაიმართა, კულტურის სახლის მცირე დარბაზში მაყურებელთა წინაშე წარსდგა ფოთის თოჯინების თეატრი საბავშვო სპექტაკლით „სისა ტურა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
ღონისძიების დასასრულს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ „მზის შვილებს“ საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.