18 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით,ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, ხოლო კულტურის სახლის დიდ დარბაზში მაყურებელთა წინაშე ჯგუფი „შარა“ წარდგა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთადესწრებოდნენ.
ეროვნული სამოსის დღე უკვე მერვე წელია ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.