26 აპრილს ხობის კულტურის სახლში საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების კავშირის ინიციატივით გაიმართა ფოლკლორის ფესტივალი „გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას“, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის საბავშო ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალზე მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იყო სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. ფესტივალის მიზანია საბავშო ფოლკლორული შემოქმედების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მოზარდთა ესთეტიური აღზრდის პროცესში აქტიური წვლილის შეტანა. ფესტივალს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ფესტივალის დასასრულს ანსამბლის მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და ლაურეატის მედლებით.