7 მარტს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები საკონცერტო ნომრებით წარსდგნენ.
ქალთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად დაესწრნენ.