26 სექტემბერს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ხობელი ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთანერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანა არაბული ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წერმომადგენლებმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვილილისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.