21 აპრილს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე გიორგი ცხადაძე, თამარ კაკალაშვილი და ბენდი ,,4+2'' ქართული სიმღერებით წარდგნენ.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.