რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საკვიკვინიოს უბანში მიმდინარეობს სამ კილომეტრამდე გზის ცემენტო -ბეტონით მოწყობა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიდბოგირები და მილ-ხიდები მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ასევე ქ.ხობში დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ფიროსმანის ქუჩასა, და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობითი სამუშაოები.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები შპს „შარა - გზამშენი პირველი“მა განახორცეილა.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, ფრაქცია „სამართლიანობისთვის „ თავმჯდომარე კახა ლატარია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები.