ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები ყოფილი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კულტურისა და განათლების ცენტრების რეორგანიზაციის საფუძველზე ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ დაფუძნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის დირექტორად წარდგენილ იქნა ბორის ბერაია, ხოლო დირექტორის მოადგილედ ხათუნა ხორავა. ახლად დანიშნულებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს საქმიანობაში.