ხობში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ,,ლაზიკამედის“ ფილიალი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ლაზიკამედის“ ახალი ფილიალი მოქალაქეებს სთავაზობს : ამბულატორიულ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას.
სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და ასევე, არის ბაზარზე არსებული თითქმისყველა კერძო სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი.
ამ ეტაპზე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში 30 ადამიანია დასაქმებული.