ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში ცოტნეობის დღესასწაულზე ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ლელობურთში ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს პატარა ფოთისა და ძველი ხიბულის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფინალური შეხვედრა სადაც გამარჯვება და პირველი ადგილი ძველი ხიბულის ნაკრება გუნდმა მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ ჯობავამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა, ასევე პრიზითა და სამახსოვრო მაისურებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ლელოს ფედერაციის პრეზიდენტის, გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მაიორის ვახტანგ კაპანაძის სახელით,2015 წლის 12 აგვისტოს ხობში ჩატარებულ ცოტნე დადიანის სახელობის სახალხო ზეიმზე გამართულ ლელოს ფესტივალის მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარებისათვის.
სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ ტურნირის მონაწილეები და გამარჯვებულები.