ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. დევნილებზე ასევე, ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასოდ გაიცემა მედიკამენტები.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
პაციენტებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ შემდეგი სპეციალობის მედიკოსები: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი. ასევე ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევები (ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის, შინაგანი ორგანოების ე.კ.გ./ელექტროკარდიოგრაფია/).
დაინტერესებულ პირებს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა დღის ბოლომდე შეეძლებათ.