14 აპრილს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ადგილზე “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის დაწყებასთან არის დაკავშირებული.
ხობის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის სააგენტომ “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.
რეფორმის აღნიშნული მიმართულება კომპლექსურ მიდგომებს გულისხმობს, მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ამასთან, რეფორმის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომელს, ახალგაზრდობის სააგენტო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად” გადაამზადებს.