სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქ. ხობში ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელის, დავით აღმაშენებელის, თავისუფლების და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობითი სამუშაოები. ადგილზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ღირებულება 300 000 ლარია სამუშაოებს შპს შარაგზამშენ პირველი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.