ხობის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია,ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: „ქართული ხმები“, ტრიო „აპრილია“, ნიკუშა ცერცვაძე,
გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, შოთიკო ტატიშვილი
და MIX2RA.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება, ასევე მოიცავდა - საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა