30 დეკემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მაყურებელთა წინაშე seenთეზი, DJ set, drum School და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაჯამეს 2019 წელი და აღნიშნეს, რომ 2020 წელი მეტი სიახლეებისა და წარმატებების წელი იქნება. დასარულს შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.