ხობის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა. მაყურებელთა წინაშე ჯგუფი „ქიმერა“ წარდგა. გაიმართა ანიმატორებისა და დრამერების შოუ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.