28 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საახალწლო კონცერტი გაიმართა, მსმენელთა წინაშე თავიანთი რეპერტუარით ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ბენდთან ერთად წარსდგნენ.
საახალწლო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღნისძიება ფეიერვერკით დასრულდა.