ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში დუეტ „ჯორჯიას“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვების საახალწლო განწყობაზე დრამერები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიება DJ „გიოს“ კონცერტით გაგრძელდა.
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.