24 დეკემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ აინთო ხობის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.