ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, კვარტეტი „ხობი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, ქორეოგრაფიული,სამეჯლისო ცეკვის და საესტრადო სიმღერების ჯგუფები წარდგნენ. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ. საღამო დიჯეი OTO-ს კონცერტით გაგრძელდა.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 27 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში - "ახალი წლის დღეები ხობში", ხოლო 28 დეკემბერს - „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტი გაიმართება.