დღეს, ხობში ორი დიდი ქარხნის მშენებლობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს . საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოსთვის და კერძოდ, ხობისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის ბალავარი უკვე გაიჭრა.
ბალავარის გაჭრას ასევე, დაესწრნენ „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ გენერალური დირექტორი ილია ქანთარია და კომპანია „ კოლხეთის“ დირექტორი მამუკა ბუკია, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ბიუროს სხვა წევრები.
„აღნიშნული პროექტი იქნება უდიდესი შვება ფინანსური თვალსაზრისით. წელიწადში 100 მლ-იანი ბრუნვა განხორციელდება. გთხოვთ, ხობელებმა იაქტიუროთ და დასაქმებისთვის კომპანია „კოლხას“ მიაკითხოთ “- აღნიშნა გოდერძი ბუკიამ.
იგივე თხოვნა გამოხატა კომპანიის დირექტორმა გიორგი ბუკიამ: „ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და დავდეთ ვაკანსიები. სამწუხაროდ, უმეტესობა სხვა რაიონის მაცხოვრებლები არიან. ამიტომაც, ვთხოვ ხობელებს, მოგვაკითხონ და გამოხატონ მზაობა. უნდა დავიწყოთ კადრების გადამზადებაც. მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“.