საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ქალაქ ხობში, კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო საბავშვო სივრცე, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „ხეთის ფეხბურთელთა გუნდი“ გახდა, გაიმართა "თავისუფლების თამაშებში" გამარჯვებულთა დაჯილდოება.
17:10 საათზე ანსამბლ „კოლხეთის“ და შემოქმედებითი ჯგუფების შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ჯგუფი ,,გორდელას’’, ადგილობრივი შემსრულებლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.