ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრთან დაჩი ბერაიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გახსნა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყო ცენტის მიმდენარე ტერიტორია, დამონტაჟდა დეკორატიული სკამები, განათება და დაიგო ბუნებრივი მწვანე საფარი. ცენტრის მშენებლობაზე 645888 ლარი დაიხარჯა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრი მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება.