ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში კონცერტი გაზაფხულის საღამო გაიმართა, მაყურებელთა წინაშე ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, ყველა თაობის მსმენელისთვის საყვარელი სიმღერებით წარსდგა. კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
კონცერტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივითვითმმართველობის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა.