ქალაქ ხობში, ცენტრალური პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკის მშენებლობა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის (ირაკლი) დაჩი ბერაიას ინიციატივით ხორციელდება. მშენებლობის დაწყების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი (ირაკლი) დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. პროექტის ავტორია „ხობი 2005“, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სთოუნი“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად ხორციელდება: - ბეტონის ფილების მოწყობა. - ველობილიკის მოწყობა. - საფეხმავლო ზოლის მოწყობა. - ბეტონის ანაკრები ბორდიურების მოწყობა. - მწვანე კორდის მოწყობა. - ლაბირინთის მოწყობა. - საბავშვო, სატრენაჟორო და საკალათბურთო მოედნების მოწყობა. - საბავშვო მოედნების მოწყობა. - სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნის მოწყობა. - საკალათბურთო მოედნის მოწყობა. - ჭადრაკის დაფის მოწყობა. - ჭადრაკის მოედნის მიმდებარედ სკამების მოწყობა. - დეკორატიული სკამების მოწყობა. - ველოსადგომების მოწყობა. - ქ. ხობის გერბის მოწყობა. - საჩრდილობელის მოწყობა. - შადრევანის მოწყობა. - სასმელი წყლის სოკოს მოწყობა. - დეკორატიული განათების მოწყობა. - სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1მლნ ლარია. - სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.