დღეს, ქალაქ ხობში, თბილისის მერიის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია -„გაიღე სისხლი, მიეცი იმედი; ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.
დონორთა აქციაში საკრებულოს, მერიის და იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
სისხლის უანგარო დონორთა აქცია პერიოდულად იმართება.