ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მოსწავლეთა მშობლებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.