9 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის რეგიონულმა კოორდინატორმა ლევან ბუსქანძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის ფარგლებში
პრეზენტაცია გამართა თემაზე „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკის შემცირება საქართველოში“.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.
ხობის მუნიციპალიტეტი პროექტის ერთ -ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგნეს, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტები. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობაზე და სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებზე.