ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
2 აგვისტო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა - ხონის მეორე ქვეითი საარტილერიო ბრიგადა-18 00 სთ;
3 აგვისტო ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა - შავღელე- 18:00 სთ;
4 აგვისტო საგვიჩიო- ახალსოფელი -18:00 სთ;
5 აგვისტო სენაკის მეათე კადრირებული ბრიგადა (გვარდია)- ჭალადიდი-18:00 სთ;
6 აგვისტო II წყვილის გამარჯვებული - III წყვილის გამარჯვებული-18:00 სთ;
7 აგვისტო I წყვილის გამარჯვებული- IV წყვილის გამარჯვებული-18:00 სთ.
9 აგვისტო
1. მატჩი მესამე ადგილისათვის -16:30 სთ;
2. ფინალი -18:00 სთ.