10 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე , 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კობა შუბითიძის ხსოვნას.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი დაამარცხა.
ტურნირის ფინალს და დადაჯილდოების ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.