21 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის და ფოთის „ჭაბონამას“ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიალსმოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.