2 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას იღებს საგვიჩიოს, ახალსოფლის, ჭალადიდის, შავღელეს, თავდაცვის სამინისტროს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, სენაკის ეროვნული გვარდიის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადისა და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადისგან დაკომპლექტებული გუნდები.
ტურნირის გახსნის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.