24 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და გაგრის „გაგრა“ შეხვდნენ. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს მეტოქის კარის მიმართულებით, საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მაინც ძლიერმა გუნდმა მოიპოვა და შეხვედრაში ერთადერთი გადამწყვეტი გოლი კოლხეთის რიგებიდან გიორგი ჭედიამ გაიტანა. ანგარიში 1:0 დასრულდა.
თამაშს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.