10 ნოემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის „თეთრი ჯგუფის“ მეორე წრის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ხობის ''კოლხეთი'' და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიში 3:0 დასრულდა.
ხობის „კოლხეთის'' ვეტერანმა ფეხბურთელმა როინ ონიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გულშემატკივრებმა და საფეხბურთო კლუბის მესვეურებმა 41 წლის ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის და წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის გამო.
როინ ონიანი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში:
1996-1999 წ.წ.- ხობის „კოლხეთი“;
2000 წ. - თბილისის „ლოკომოტივი“;
2000 წ. - ზუგდიდის „დინამო“;
2001-2003 წ.წ. - თბილისის „ლოკომოტივი“;
2004 წ. - ბოლნისის „სიონი“;
2004 წ. - გორის „დილა“;
2005 წ. - თბილისის „ლოკომოტივი“;
2006 წ. - ბათუმის „დინამო“;
2006 წ. - რუსთავის „ოლიმპი“;
2007-2008 წ. - „ზესტაფონში“;
2009 წ. - ზუგდიდის „მგლები“;
2009-2014 წ. - ზუგდიდის „ბაია“;
2014-2016 წ.წ. - ხობის „კოლხეთი“.